"ძალიან მინდა მერაბს ჩვენი საჭიდაო უნარები ვაჩვენოთ" - ტიმ უელში
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 316-ის საბრძოლო კვირაში შევაბიჯეთ და ტრადიციულად UFC Embedded-ის პირველი ეპიზოდიც ვიხილეთ. შონ ო'მალის მთავარმა მწვრთნელმა საბრძოლო გეგმის შესახებ ისაუბრა. ტიმ უელშს მერაბის ჭიდაობით გაკვირვება სურს.
ჩვენ ვებრძვით "მანქანა" მერაბს. ეს ბიჭი აბსოლუტური მონსტრია. წინა ბრძოლაში მის გათიშვაზე ზედმეტად ვიყავი კონცენტრირებული. ეს ყველაფერი კი ბევრ გდებად დაგვიჯდა. ამ ჩხუბში ოდნავ განსხვავებული საბრძოლო გეგმით გამოვალთ. ამ ბანაკში ბევრად მეტი ჭიდაობა გვქონდა. ძალიან მინდა მერაბს ჩვენი უნარები ვაჩვენოთ. - განაცხადა ო'მალის მწვრთნელმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ჩხუბი ნიუ ჯერსიში გაიმართება. სწორედ ამიტომ, ბრძოლა 8 ივნისს გამთენიისას დაიწყება.