დიდი ეპოქის დასასრული | 30 წლის ასაკში კრისტა დეგუჩიმ კარიერა დაასრულა
30 წლის იაპონელ/კანადელმა ძიუდოისტმა - კრისტა დეგუჩიმ, ძიუდოს კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
კრისტა დეგუჩი, იაპონურ/კანადური ფესვებით ცნობილი ძიუდოისტია, რომელსაც დედა იაპონელი ჰყავს, ხოლო მამა კანადელი. იგი იაპონიაში, კერძოდ კი ნაგანოში დაიბადა და 2014 წლამდე იაპონიის ნაკრების ღირსებას იცავდა, 2017 წლიდან კი კანადის ნაკრების სახელით ასპარეზობდა.
კრისტა დეგუჩი ლეგენდარული ქალი ძიუდოისტია, რომელსაც უდიდესი მიღწევები აქვს - იგი 2024 წლის ოლიმპიური ჩემპიონია, 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი და ამერიკის კონტინენტის 2-გზის ჩემპიონი.
კრისტა დეგუჩი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე, ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ.
დეგუჩის IJF მსოფლიო ტურში, კერძოდ კი გრანდ სლემებზე 11 ოქროს მედალი აქვს მოგებული, გრან პრიზე კი 4-ჯერ გახდა ჩემპიონი.
2022 წელს მან იერუსალიმის მასტერსიც მოიგო, ასევე ბირმინგემში გახდა თანამეგობრობის თამაშების გამარჯვებული.
გარდა ამ უდიდესი მიღწევებისა, მან მთავარი გამარჯვება 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე მოიპოვა, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა, გარდა ამისა, იგი 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია, ერთხელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონიც გახდა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.