Belive

"ვარჯიშის შემდეგ ჩემი ღვიძლი დაშლილია" - თოფურიას სპარინგ პარტნიორი

19 საათის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ საკუთარი დარტყმის ძალით სპორტსმენები კიდევ ერთხელ გააოცა. "მატადორმა" ვარჯიშისას ყველა დაარწმუნა, რომ მას გეიჯის გათიშვა შეუძლია.

ილიასთან სპარინგი სიგიჟეა. შესაძლებლობა გვქონდა, რომ მისი მუშტების ძალა გვეგრძნო. ვარჯიშის შემდეგ ჩემი ღვიძლი დაშლილია. ყოველჯერზე, როცა ილიას მხრიდან ზეწოლას ვგრძნობდი, ვფიქრობდი რომ გეიჯის პირველივე რაუნდში გათიშავს. - ამბობს სპარინგ პარტნიორი

შეგახსენებთ, რომ თოფურიას მომავალი მოწინააღმდეგე ჯასტინ გეიჯი იქნება. მათი ბრძოლა თეთრი სახლის ღონისძიებაზე მთავარი ჩხუბი იქნება. ეს ისტორიული საღამო 15 ივნისს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები