Belive

"დროის დაკარგვა არ მსურს" - გიგა ჭიკაძე ბრძოლის ჩანიშვნას ითხოვს

8 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძე 20 თვიანი პაუზის შემდეგ, ოქტაგონზე დაბრუნდა. "ნინძა" ალექს კასერესს დაუპირისპირდა და დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 

აღნიშნული ბრძოლის შემდეგ, გიგა რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა და ახლა მერვე ადგილზე იმყოფება. 

ჭიკაძის ჩხუბიდან ჯერ ერთი თვეც არ არის გასული და ის უკვე ახალი ბრძოლის ჩანიშვნას ითხოვს. ამის შესახებ "ნინძამ" საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. 

დროის დაკარგვა არ მინდა და მსურს ჩემი შემდეგი ბრძოლის დაჯავშნა მსურს. - წერს გიგა საკუთარი Twitter-ის გვერდზე

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძეს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 

სხვა სტატიები