"არა, გეიჯი დივიზიონს არ აყოვნებს" - დანა უაითი
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
ერთ-ერთ ინტერვიუში ჯასტინ გეიჯიმ განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან მიღებული ტრავმები ჯერ კიდევ არ მოუშუშებია. როგორც ჩემპიონი ამბობს, რომ წლის ბოლომდე ჩხუბს ვერ შეძლებს. ამ განცხადების შემდეგ, გულშემატკივრებში გაჩნდა უკმაყოფილება, რომ გეიჯი დივიზიონში მიმდინარე სიტუაციას ანელებს და მებრძოლებს ხელს უშლია. დანა უაითი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
არა ის დივიზიონს არ აყოვნებს. სულ ახლახანს იჩხუბა და როგორც ამბობს, მისი ხელები ჯერ კიდევ შესიებულია. მან მიიღო ბრძოლა, გაიმარჯვა. სხვათასოთის ამ ჩხუბმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და ახლა დიდი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. - ამბობს დანა უაითი
Dana White reacts to Justin Gaethje’s comments on his future. #DWCS pic.twitter.com/mqxI5zCWCK
— MMA Junkie (@MMAJunkie) September 2, 2026
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ და ილია თოფურიამ თეთრი სახლის ღონისძიებაზე მთავარი ჩხუბი გამართეს. "მატადორი" ამ დაპირისპირებაში დიდი ფავორიტი იყო, მაგრამ გეიჯიმ დიდი სენსაცია შემოგვთავაზა და მსუბუქი წონის ქამარი თავად მოირგო.