Belive

"დიდი ფული, ჩემპიონობის დაბალი შანსი" - ფანები თოფურიას და კროუფორდის დაპირისპირებაზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას და ტერენს კროუფორდის დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავდება. მას შემდეგ, რაც კროუფორდმა "მატადორს" მთვრალი უწოდა, ამერიკელი რინგზე სწორედ იმ სიმღერით გამოვიდა, რომლითაც ილია გამოდის ოქტაგონზე. ამ ყველაფერს ილია სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

ჯერ მთვრალს მეძახის, შემდეგ ჩემს მუსიკაზე გამოდის. კროუფორდ, როცა გინდა გასწავლი როგორც უნდა იცეკვო რინგზე მარიაჩის მუსიკაზე. კანელო, ბოლო რაუნდებისთვის შენც შემოგინახავ. - დაწერა თოფურია საკუთარ სოციალურ ქსელში

საინტერესოა, რომ გულშემატკივრები თოფურიას კროუფორდთან ჩხუბში აუთსაიდერად თვლიან. კრივის ფანების აზრით, "მატადორს" ურჩევნია MMA-ში დარჩეს, რადგან ტერენსთან 5 რაუნდსაც ვერ გაძლებს.

შენს UFC-ს კარიერას პატივს ვცემთ, მაგრამ რიგში ჩადექი. ამ ბიჭთან რინგზე ყველაფერს ვერ გააკეთებ

ჯობია MMA-ზე დარჩე კონცენტრირებული

კროუფორდს კრივში ვერასდროს დაამარცხებ

დაწყნარდი მეგობარო! UFC-ში კარგი მოკრივე ხარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას გაუძლებ

რიგში ჩადექი პატარა ბიჭო

5 რაუნდსაც კი ვერ გაძლებ - წერენ კრივის ფანები სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ ტერენს კროუფორდმა უდავოდ ლეგენდარული და კრივის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული სახელი კანელო ალვარესი დაამარცხა. ამერიკელს კარიერაში 42 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც ყველა მოიგო.

სხვა სტატიები