Belive

"დარბაზში შრომისმოყვარეობის კარგი მაგალითია" - ხალილ რანთრი დვალიშვილზე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ხალილ რანთრიმ მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. ამერიკელმა მებრძოლმა თანაგუნდელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მერაბი დარბაზის სამაგალითო პერსონად დაასახელა.

იმ ფაქტით, რომ იმავე საღამოს ვიბრძვი, რომელზეც მერაბი, ძალიან აღელვებული ვარ. ის დარბაზში შრომისმოყვარეობის კარგი მაგალითია. ეს ბიჭი ორი სიტყვით ხასიათდება - თავგანწირვა და ენერგია. ჩემთვის იმის ცოდნა, რომ ერთ ღონისძიებაზე ვიბრძოლებთ და ისიც ჩემთან ერთად იქნება, ძალიან შთამაგონებელია. - ამბობს ხალილ რანთრი

დვალიშვილი და რანთრი UFC 320-ზე იბრძოლებენ. დვალიშვილის ჩხუბი ამ ღონისძიებაზე თანამთავარი დაპირისპირება იქნება. "მანქანა" კორი სენდჰეგენს შეხვდება და მე-4 საჩემპიონო ჩხუბს გამართავს.

რაც შეეხება რანთრის, ის დვალიშვილის ბრძოლამდე გამოვა. მისი მეტოქე ჟირი პროჰასკა იქნება, რომელიც ქვემძიმე წონაში რეიტინგის მეორე ნომერია. სავარაუდოდ, ამ ბრძოლაში გამარჯვებული სატიტულო ჩხუბს მიიღებს.

სხვა სტატიები