Belive

"გეიჯისა და თოფურიას ჩხუბს აღარ ჩანიშნავენ" - არიელ ელვანი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

სპორტული ჟურნალისტი არიელ ელვანი UFC-ის მსუბუქი წონის სატიტულო რბოლაში ვითარების მკვეთრ ცვლილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ორგანიზაცია ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას რევანშის ჩანიშვნას გადაიფიქრებს. ელვანის განცხადებით, სირილ განის მეტოქედ ახალი სახის, ჰოქიტის დასახელებამ და არმან ცარუკიანის მიერ შესრულებულმა სენსაციურმა პირველი რაუნდის ნოკაუტმა ვითარება ძირფესვიანად შეცვალა. ჟურნალისტი 90%-ით დარწმუნებულია, რომ „მატადორის“ წინააღმდეგ ოქტაგონზე სწორედ ცარუკიანს ვიხილავთ.

სულ რაღაც გასულ კვირას ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თეთრ სახლში რევანშები იგეგმებოდა: ალექს პერეირა სირილ განის წინააღმდეგ და ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას წინააღმდეგ.

ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ სირილ განის წინააღმდეგ სატიტულო ბრძოლის შანსი ჰოკიტს, ახალ სისხლს, მისცეს, იმასთან ერთად, რომ არმან ცარუკიანმა პირველსავე რაუნდში დამანგრეველი ნოკაუტი შეასრულა, იმაზე მიუთითებს, რომ გეიჯისა და თოფურიას ჩხუბს აღარ ჩანიშნავენ.

90%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ამ შანსს ცარუკიანს მისცემენ. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. - არიელ ელვანი

მდგომარებოას ილიას დივიზიონში კიდევ ერთხელ აგიხსნით. მსუბუქ წონაში ძალიან დაძაბული სიტუაციაა და საჩემპიონო ბრძოლის კანდიდატი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ცარუკიანმა ახლახან დაამარცხა მაურისიო რუფი, რომელიც ნოკაუტით გათიშა და პირველი ნომერი უფრო გაიმყარა. რაც შეეხება ილიას, ის დაბრუნდა ტრავმიდან და გეიჯისთან რევანშისთვის მზადაა. საჩემპიონო ჩხუბის პოტენციურ მონაწილედ განიხილება პადიც, რომელმაც გეიჯისთან მარცხის შემდეგ, ბენუა სენ-დენი დამაჯერებლად დაამარცხა.

სხვა სტატიები