"დანასთან მოლაპარაკებები არ მქონია" - არმან ცარუკიანი
2 საათის წინ
სხვა
1 წთ
არმან ცარუკიანმა დანა უაითთან ურთიერთობაზე ისაუბრა. სომეხის თქმით, მას ორგანიზაციის მიმართს ცუდი დამოკიდებულება არ აქვს და როგორც ჩანს, მომავალი ჩხუბის სავარაუდო თარიღიც აქვს.
ვნახე დანა ჩემზე ნეგატიურად როგორ საუბრობდა. სიმართლე გითხრათ, მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩემი მხრიდანაც ცუდი დამოკიდებულება არ არსებობს. დანასთან მოლაპარაკებები არ მქონია. ჩემს ყველა ბრძოლას ჰანტერი აგვარებს. დანა უბრალოდ მწვანე შუქს ანთებს. მაჩმეიკერები შონ შელბი და ჰანტერი არიან. დღეს ჰანტერთან ვისაუბრე და ბრძოლის ჩასატარებლად ჩემთვის იდეალური თარიღიც მითხრა. - ამბობს არმან ცარუკიანი
👀💥 Arman Tsarukyan on his relationship with Dana White, says he already got an approximate date for his next fight:
— Home of Fight (@Home_of_Fight) March 15, 2026
"I saw Dana White speaking negatively about me. But honestly, I have a good relationship with them, there are no hard feelings on my side.
I don't negotiate… pic.twitter.com/M7Y5znkmUA
შეგახსენებთ, რომ არმანსა და დანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ცარუკიანი ისლამთან საჩემპიონო ჩხუბს ერთი დღით ადრე ჩაეხსნა. UFC-ს პრეზიდენტი ამაზე ძალიან გაბრაზდა და მიუხედავად რეიტინგში პირველი ადგილისა, სომეხს სატიტულო ჩხუბს არ აძლევს.