Belive

"სინამდვილეში გეიჯიზეც და ისლამზეც უარი ვთქვით" - ილიას მენეჯერი

9 საათის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას მენეჯერი ამბობს, რომ სინამდვილეში ისლამთან და გეიჯისთთან ჩხუბზეც უარი თქვეს. ამის მიზეზი კი დაბალი ანაზღაურება იყო. მალკი კავა ამბობს, რომ გეიჯი ერთადერთი ვარიანტი იყო და ამიტომ დათანხმდნენ.

სინამდვილეში გეიჯიზეც და ისლამზეც უარი ვთქვით, რადგან რიცხვები ძალიან დაბალი იყო. ესაა სინამდვილე. თუმცა, როდესაც პარასკევს უკან დაბრუნდნენ ისლამი ვითხოვეთ და გვითხრეს, რომ დაშავებული იყო. გამოდის, რომ ჯასტინი ერთადერთი ვარიანტი იყო. ჩვენ ისლამთან ჩხუბი ვითხოვეთ. - წერს მალკი კავა X-ზე

შეგახსენებთ, რომ თოფურიას მეტოქე თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯი იქნება. ბრძოლა 15 ივნისს გაიმართება და მსუბუქი წონის უდავო ჩემპიონის ვინაობას გამოავლენს.

სხვა სტატიები