Belive

"ჩხუბი იმაზე ახლო იყო ვიდრე ხალხი ფიქრობს" - ო'მალი მერაბთან ბრძოლაზე

6 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალიმ და ისრაელ ადესანიამ საერთოდ პოდკასტი ჩაწერეს. IZZY-ს YouTube არხზე განთავსებულ ვიდეოში ო'მალიმ მისი და მერაბის პირველი ბრძოლა განიხილა. როგორც "შუგა" ამბობს, რომ მერაბს იმაზე ახლო ჩხუბი გაუმართა ვიდრე ჩანდა. ამერიკელის ნათქვამიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელოთ მივხვდებით, რომ ის ამ ჩხუბში თავს გამარჯვებულად თვლის.

მსაჯების ფურცელზე მესამე და მეხუთე რაუნდი მოვიგე. მე-2 და მე-4 რაუნდი 100%-ით მერაბის იყო. პირველი რაუნდი იყო გადამწყვეტი, რომელიც მას მისცეს. ტანში თავიდანვე რამდენიმე დარტყმა გავუტარე, თავი უკან გადავუგდე. მან მიწაზე დამაგდო, თავი დამიჭირა და მსაჯებისთვის ისე ჩანდა თითქოს ილეთს მიკეთებდა. თუმცა, სინამდვილეში უბრალოდ მიჭერდა და არანაირი ზიანი არ მოუყენებია. შეფასებისას პირველი კრიტერიუმი დაზიანებაა. პირველ რაუნდში მე მეტი ზიანი მივაყენე. ეს ჩხუბი იმაზე ახლო იყო ვიდრე ხალხი ფიქრობს. - განაცხადა შუგამ

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს ო'მალისთან ჩხუბი 8 ივნისს აქვს ჩანიშნული. ვიდაინად ბრძოლა ნიუ ჯერსიში გაიმართება, ის თბილისის დროით გამთენიისას დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, ეს მერაბისთვის მეორე საჩემპიონო დაცვა იქნება.

სხვა სტატიები