"გამძლეობის ვარჯიშებს არ ვაკეთებ, რადგან ვიღლები" - მერაბ დვალიშვილი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
არიელ ელვანისთან ინტერვიუში მერაბმა უცნაური და ამავდროულად სახალისო რამ თქვა. როგორც აღმოჩნდა, გამძლეობით განთქმული დვალიშვილი გამძლეობის ვარჯიშებს საერთოდ არ აკეთებს. მიზეზი იცით რა არის? მერაბი ამ ვარჯიშის დროს იღლება.
გამძლეობის ვარჯიშებს არ ვაკეთებ, რადგან მღლის. როცა დრო მაქვს ამაზე ჩემი სტილით ვვარჯიშობ. დღეში ორჯერ ვვარჯიშობ და მეორე ვარჯიში, როგორ წესი, ჯიუ-ჯიცუ მაქვს ან რომელიმე ჩემს თანაგუნდელს მომზადებაში ვეხმარები. თუ ეს ყველაფერი არ გამოდის ფიტნეს დარბაზში მივდივარ წონებს ვწევ, დავრბივარ ან ვცურავ, თუ დრო მაქვს. - ამბობს მერაბი
"I don't do strength and conditioning because it makes me tired."
— Ariel Helwani (@arielhelwani) October 14, 2025
Words I never expected to hear from Merab 😂 pic.twitter.com/Eyxp233Lvr
შეგახსხენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს უკვე ახალი ბრძოლა ჩაენიშნა. ის პიოტრ იანთან მეორე ჩხუბს გამართავს. დაპირისპირება 6 დეკემბერს ჩაინიშნა.