Belive

"უსმანს გამარჯვება შეუძლია" - ცარუკიანი ილიასა და უსმანის ბრძოლაზე

1 საათის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანმა ილია თოფურიასა და უსმან ნურმაგომედოვის შესაძლო დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი ბრძოლა ძალიან კონკურენტული იქნება. დაღესტნელი მებრძოლის ჭიდაობის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ცარუკიანი მიიჩნევს, რომ უსმანს თოფურიასთან გამარჯვების შანსი აქვს.

ვფიქრობ, ის ტოპ მებრძოლების წინააღმდეგ უნდა დაიტესტოს და გავიგებთ რისი გაკეთება შეუძლია. PFL-ში ისეთი კონკურენცია არ არის, როგორც UFC-ში. ჩემი აზრით, ერთადერთი სერიოზული ოპონენტი მხოლოდ შაბლი იყო. ჰიუზსაც კი არ მივიჩნევ სერიოზულ მოწინააღმდეგედ.

არის კომპონენტები, სადაც უსმანია კარგი და არის კომპონენტები, სადაც ილიაა უკეთესი. ხელებში, რა თქმა უნდა, თოფურიაზე ცუდია, თუმცა მთლიანად დგომში შეიძლება უკეთესიც იყოს. ჭიდაობაში უსმანი უკეთესია და ვთვლი ძალიან კონკურენტული ბრძოლა იქნება. ვთვლი, ჭიდაობის და კომპონენტების არევის უნარის გათვალისწინებით, უსმანს გამარჯვება შეუძლია. - განაცხადა არმან ცარუკიანმა

ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ჩაატარა და მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, რის შედეგადაც მსუბუქი წონის UFC-ის ქამარი დაკარგა.

რაც შეეხება უსმან ნურმაგომედოვს, მან PFL-ში მსუბუქი წონის ჩემპიონობა შეინარჩუნა და ბოლო ბრძოლაში არჩი კოლგანი პირველ რაუნდში დაამარცხა. ამ გამარჯვებით უსმანმა PFL-ში თავისი გზა დაუმარცხებლად დაასრულა და ახლა მას UFC-ში ელოდებიან.

სხვა სტატიები