"ჩხუბამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სტრიკლენდს ჩემი დამარცხება შეეძლო" - ჩიმაევი
ხამზატ ჩიმაევმა შონ სტრიკლენდთან განცდილი მარცხი კიდევ ერთხელ გააანალიზა და აღიარა, რომ ჩხუბამდე საკუთარ გამარჯვებაში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ მეტოქის წარმატების სცენარს საერთოდ ვერ ხედავდა. ჩიმაევმა ისიც დაამატა, რომ სტრიკლენდს ნასურდივ იმავოვი დგომში მარტივად დაჯაბნის.
ეს რთული ბრძოლა იქნება. მათი პირველი ჩხუბის შემდეგ, იმავოვი დგომში ძალიან განვითარდა და სტრიკლენდს დარტყმებით გადაწვავს. ძალიან ძლიერი ბიჭია. თუ იმავოვი, კარდიოს გათვალისწინებით, თავს კარგად გრძნობს, ტექნიკურად დაჩაგრავს. იმავოვი მასზე უკეთესია და საერთოდ ყველა მებრძოლი ჯობია სტრიკლენდს. მასთან ჩხუბი საკუთარ თავში ათასჯერ გავამეორე. ჩხუბამდე ვერც კი წარმოვიდგენდი როგორ შეძლებდა ჩემს დამარცხებას. - ხამზატ ჩიამევი
"All fighters are better than Strickland. I cound't even imagine him beating me before the fight" - Khamzat predicts Strickland vs Imavov
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) September 13, 2026
“Imavov has improved his striking, and he will outstrike him. He’s a very tough guy. All fighters are better than him [Strickland].
I… pic.twitter.com/3o9A2tivjl
ხამზატ ჩიმაევმა UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონის ტიტული 2026 წლის 10 მაისს, შონ სტრიკლენდთან დაპირისპირებაში დაკარგა. ნიუარკში, UFC 328-ის ფარგლებში გამართული 5-რაუნდიანი დაძაბული ბრძოლა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით ამერიკელი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა. ეს ჩიმაევისთვის პროფესიონალურ კარიერაში პირველი მარცხი იტო, რომელიც ჩემპიონობის დაკარგვის ფასად დაუჯდა.