"ჩემი აზრით, ილია ზედმეტმა აგრესიულობამ დააზარალა" - ალექს ვოლკანოვსკი
15 საათის წინ
სხვა
1 წთ
ალექს ვოლკანოვსკიმ ილიასა და გეიჯის შესაძლო რევანშზე ისაუბრა. ავსტრალიელი დარწმუნებილია, რომ განმეორებით ბრძოლაში "მატადორი" ჯასტინს აუცილებლად დაამარცხებს.
ილია აქედან ბევრ რამეს ისწავლის. ვფიქრობ, რევანშს ილია მოიგებს და ამით ჯასტინს საერთოდ არ ვაკნინებ.
ილია ფავორიტი უმიზეზოდ არ ყოფილა. თუ ასე ძალიან არ იჩქარებს, დისტანციას უკეთ გააკონტროლებს და იმას გააკეთებს, რაც ჩვეულებრივ ეხერხება ხოლმე — კარგ მახეებს დაუგებს — საბოლოოდ მაინც იპოვის მასთან გასაღებს.
ჩემი აზრით, ზედმეტმა აგრესიულობამ დააზარალა კიდეც. - განაცხადა ვოლკმა
Alex Volkanovksi explains why he believes Ilia Topuria would beat Justin Gaethje in a rematch:
— Ariel Helwani (@arielhelwani) June 17, 2026
"Ilia will learn a lot from that. I think Ilia wins the rematch, and that's no knock on Justin at all.
Ilia was the favorite for a reason. If he doesn't rush as much, fights at a… pic.twitter.com/qU13o9fQqN
შეგახსენებთ, რომ ილია გეიჯისთან თეთრი სახლის ღონისძიებაზე დამარცხდა. ეს თოფურიასთვის კარიერაში პირველი წაგება იყო, რომელიც მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულად დაუჯდა.