"ჩარლზის დამარცხება ჩემი პროფესიონალური კარიერისთვის ბევრს ნიშნავს" - ილია თოფურია
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
გასულ საღამოს ლას ვეგასში UFC 317-ის პრესკონფერენცია გაიმართა. ილია თოფურიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. "მატადორისგან" ჩვეული თავდაჯერება და გამარჯვების სურვილი მივიღეთ. ქართველმა ინტერვიუსას თქვა, რომ ლეგენდების დამარცხება მას ავტომატურად ხდის ლეგენდას.
თუ ლეგენდებს ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხებ, შენც ავტომატურად ლეგენდა ხდები. არ ვიცი ვინ იქნება ჩემი შემდეგი მსხვერპლი. არ მადარდებს, ვინც გინდათ ის იყოს. ჩარლზის მსგავსი მებრძოლების დამარცხება ყოველთვის ბევრს ნიშნავს. ის ამ სპორტის ლეგენდაა და მასთან გამარჯვება ჩემი პროფესიონალური კარიერისთვის ბევრს ნიშნავს. - განაცხადა ილია თოფურიამ
შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის თოფურია ჩარლზ ოლივეირას ხვდება. გამარჯვების შემთხვევაში "მატადორი" ორი წონის ჩემპიონი გახდება. ბრძოლა ლას ვეგაში არის ჩანიშნული და ჩვენი დროით 29 ივნისის გამთენიას დაიწყება.