Belive

"UFC 318-ის შემდეგ, კარგად გამოჩნდა ილია რამდენად მაგარია" - რენატო მოიკანუ

4 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 318-ის მთავარი ჩხუბი მაქს ჰოლოუეისა და დასტინ პორიეს შორის შედგა. წინა ორი დაპირისპირებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ოქტაგონი გამარჯვებულმა "დალოცვილმა" დატოვა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მოიკანუმ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ეს შედეგი ილიას სიძლიერეზე ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.

UFC 318-ის შემდეგ, ხვდებით რამდენად კარგია ილია თოფურია? სიგიჟეა ის რაც მაქს ჰოლოუეის, ერთ-ერთი ყველა დროის საუკეთესოს წინააღმდეგ გააკეთა. ეს ბიჭი სხვა დონეზეა.
- წერს მოიკანუ საკუთარ X-ზე

ილია თოფურია პირველი მებრძოლი იყო, რომელმაც ჰოლოუეის დანოკაუტება შეძლო. მასთან გამარჯვებით ილიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი დაიცვა.

სხვა სტატიები