Belive

"ბოლო ბრძოლის გაყიდვას რეალურად ვცდი" - კონორ მაკგრეგორი

12 საათის წინ სხვა
1 წთ

კონორ მაკგრეგორი სოციალურ ქსელში მორიგი ხმაურიანი განცხადებით გამოვიდა. ირლანდიელმა მებრძოლმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ ფინანსურ დომინაციას საბრძოლო სპორტში და განაცხადა, რომ გაყიდვებითა და ბილეთების შემოსავლით მსოფლიოს ნებისმიერ ვარსკვლავს ჯობნის.

რამდენი ნახვა ჰქონდა კანელოს ბრძოლას? რამდენი იყო დასწრება? ბილეთების შემოსავალი? ძმაო, მე ყველას ვჯობნი გაყიდვებში. თან სერიოზულად. თითოეულ მათგანს, შეიძლება ყველას ერთად აღებულსაც კი, თან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. იმ დროს ვიბრძოლე, როცა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი მიმდინარეობდა და იმ 'ნაგვით' მაინც ამხელა ციფრები დავაფიქსირე.

ჩემი შემდეგი ბრძოლისთვის, ჩემი ბოლო ბრძოლისთვის, რეალურად ვცდი ბრძოლის გაყიდვას. ვნახოთ, რა ციფრებს დავაფიქრსირებ. ისევ ჩემივე რეკორდებს მოვხსნი. - კონორ მაკგრეგორი

დღემდე კონორ მაკგრეგორის სახელი ტოპ-5 ყველაზე გაყიდვადი ღონისძიებიდან უმეტესობას უკავშირდება:

  • UFC 229 მაკგრეგორი vs. ხაბიბი: 2.4 მილიონი PPV (რეკორდი ორგანიზაციის ისტორიაში)

  • UFC 202 მაკგრეგორი vs. დიასი II: 1.6 მილიონი PPV

  • UFC 196 მაკგრეგორი vs. დიასი I: 1.3 მილიონი PPV

  • UFC 257 მაკგრეგორი vs. პორიე II: 1.6 მილიონი PPV

სხვა სტატიები