Belive

betlive მასტერ ლიგის ფესტივალი სიღნაღში დაიწყება

5 თვის წინ სხვა
1 წთ

20 ივნისიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სამოყვარულო ფეხბურთის ტურნირი, betlive მასტერ ლიგის ფესტივალი იწყება.

ფესტივალი სიღნაღში აიღებს სტარტს და ჯამში, საქართველოს 8 ქალაქში გაიმართება. betlive მასტერ ლიგის ფესტივალის ფარგლებში პარასკევს, შაბათსა და კვირას 3-დღიანი საფეხბურთო ტურნირები ჩატარდება.

20, 21 და 22 ივნისს, სიღნაღის რეგიონში betlive მასტერ ლიგის ფესტივალში 8 გუნდი იასპარეზებს და ტურნირი ჯგუფური ეტაპით დაიწყება. გუნდები ითამაშებენ მათთვის სპეციალურად დამზადებული ფორმებით და საბოლოოდ რეგიონის ჩემპიონი გამოვლინდება.

22 ივნისს, ფინალურ დღეს, betlive-სგან ადგილზე მისულ გულშემატკივარს საინტერესო საჩუქრები ელის. მთავარი პრიზი კი PS 5-ია, რომლის მფლობელიც FIFA-ს ტურნირის შემდეგ გამოვლინდება. გარდა გამარჯვებულისა დაჯილდოვდება მეორეადგილოსანიც, რომელსაც Marshall-ის დინამიკები ერგება.

 

betlive მასტერ ლიგის ფესტივალის სრული განრიგი რეგიონების მიხედვით

 

20-21-22 ივნისი

betlive Master League Festivals - სიღნაღი

27-28-29 ივნისი

betlive Master League Festivals - თელავი

4-5-6 ივლისი

betlive Master League Festivals - ფოთი

18-19-20 ივლისი

betlive Master League Festivals - ზუგდიდი

1-2-3 აგვისტო

betlive Master League Festivals - ონი

15-16-17 აგვისტო

betlive Master League Festivals - მესტია

19-20-21 სექტემბერი

betlive Master League Festivals - სამტრედია

26-27-28 სექტემბერი

betlive Master League Festivals - ქუთაისი

 

სხვა სტატიები