Belive

სიღნაღში betlive Master League Festival ჩატარდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

20 ივნისიდან სამოყვარულო ფეხბურთის ტურნირი, betlive Master League Festival დაიწყო. ფესტივალმა სიღნაღში აიღო სტარტი და ჯამში, საქართველოს 8 ქალაქში ჩატარდება.

betlive Master League Festival-ის ფარგლებში 20, 21 და 22 ივნისს, სიღნაღის რეგიონში 8 გუნდმა იასპარეზა - ტურნირი ჯგუფური ეტაპით დაიწყო და საბოლოოდ ჩემპიონი გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდი ლაგოდეხი გახდა, რომელმაც ფინალში შავი მარგალიტი 4:2 დაამარცხა. ჩემპიონს 2000 ლარი, მეორეადგილოსანს 1300 ლარი, ხოლო მესამეადგილოსან წნორს 700 ლარი ერგო.

22 ივნისს, ფინალურ დღეს, betlive-სგან ადგილზე მისულმა გულშემატკივარმა საინტერესო საჩუქრები მიიღო. მთავარი პრიზი PS 5 კი FC 25-ის ტურნირის გამარჯვებულს, ნიკოლოზ ხევიაშვილს გადაეცა. გარდა გამარჯვებულისა დაჯილდოვდა მეორეადგილოსანიც, რომელსაც Marshall-ის დინამიკები ერგო.

betlive Master League Festival-ის შემდეგი ლოკაცია კვლავ კახეთის რეგიონში იქნება. 27-28 და 29 ივნისს, ფესტივალი თელავში გაიმართება, სადაც betlive-სგან გულშემატკივრები საჩუქრებს ასევე მიიღებენ.

სხვა სტატიები