თელავში betlive Master League Festival ჩატარდება
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
20 ივნისიდან სამოყვარულო ფეხბურთის ტურნირმა betlive Master League Festival-მა აიღო სტარტი. ფესტივალი სიღნაღში დაიწყო და საქართველოს 8 ქალაქში ჩატარდება.
27, 28 და 29 ივნისს, betlive Master League Festival-ს თელავი უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობის მისაღებად 8 გუნდია დარეგისტრირებული. პირველადგილოსანს 2000 ლარი ერგება, ფინალში დამარცხებული 1300 ლარს მიიღებს, ხოლო მესამეადგილოსანი 700 ლარით დაჯილდოვდება.
ასევე, 29 ივნისს, ფინალურ დღეს, betlive-სგან ადგილზე მისულ გულშემატკივარს საინტერესო საჩუქრები ელის. მთავარ პრიზს, PS 5-ს FC 25-ის ტურნირის გამარჯვებული მიიღებს. გარდა გამარჯვებულისა დაჯილდოვდება მეორეადგილოსანიც, რომელსაც Marshall-ის დინამიკები ერგება.