Belive

7x7 ფეხბურთი | თბილისში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - Grand Prix 7 გაიმართება

3 თვის წინ სხვა
2 წთ

7X7-ზე ფეხბურთში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის, Grand Prix 7-ის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.

3-7 სექტემბერს, კომპანია betlive-ის გენერალური სპონსორობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისში, 7X7-ზე ფეხბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატს თბილისი უკვე მეორედ მასპინძლობს და აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში 14 ქვეყნის 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში განახლდა და რეაბილიტირდა ინფრასტრუქტურა და გულშემატკივრებისთვის ახალი ტრიბუნა მოეწყო. მასპინძელი საქართველოს გარდა, ჩემპიონატში პორტუგალიის, უკრაინის, საბერძნეთის, კვიპროსის, ხორვატიის, ესპანეთის, ომანის, თურქეთის, აშშ-ს, ბელგიის, მოროკოს, ყატარისა და რუმინეთის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

Grand Prix 7-ის ფარგლებში გამოვლინდება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი, რომელსაც ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა პრიზი გადაეცემა.

როგორც აღვნიშნეთ, Grand Prix 7-ზე 14 ქვეყნის, 20 გუნდი ითამაშებს. ყველაზე მეტი (7) წარმომადგენელი მასპინძელ საქართველოს ჰყავს - კენჭისყრის შედეგად, მონაწილეები 4 ხუთგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

საქართველოს სახელით ჩემპიონატში შემდეგი გუნდები იასპარეზებენ: betlive, TBILISI CITY HALL, APTOS, GRUNI, CAUCASUS AUTO IMPORT, INTERSPORT, FC BRIDGE.

betlive-ს გუნდი B-ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები კვიპროსული FC ARIZONA, ხორვატული SUNPROTECT, უკრაინული FC SARMAT და ომანური AL-DUHAIL იქნებიან.

სხვა ქართული კლუბების მეტოქეების ხილვა კი 7x7 ფეხბურთის ასოციაციის გვერდზეა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ტურნირს გასულ წელსაც საქართველომ უმასპინძლა, გამარჯვებული კი უკრაინული SARMAT გახდა.

სხვა სტატიები