betlive Master League 2025 იწყება
betlive-სა და მასტერ ლიგას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, betlive Master League 2025 იწყება. ტურნირი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას, ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს.
„betlive მასტერ ლიგა“ ყოველწლიურად იზრდება და მასში სულ უფრო მეტი მონაწილეა ჩართული. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც 2025 წლის სეზონია, რომელიც გასულ წლებთან შედარებით კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.
ტურნირის გრანდიოზულობაზე ის გარემოებაც მეტყველებს, რომ „betlive მასტერ ლიგის“ თბილისის ლიგაში 90 გუნდია დარეგისტრირებული. მონაწილე გუნდები 3 ლიგაში არიან გადანაწილებული: თბილისის ლიგა 1-ში 20 გუნდი ასპარეზობს. ლიგა 2-ში 18 გუნდია რეგისტრირებული, ხოლო 52 გუნდი ლიგა 3-ის A,B,C და D-ჯგუფებშია გადანაწილებული (თითოეულ ჯგუფში 13 გუნდი).
„betlive მასტერ ლიგის“ 2025 წლის სეზონი ტრადიციულად სუპერთასის მატჩით გაიხსნა, რომელშიც თბილისის მერია კავკასიის ავტოიმპორტს დაუპირისპირდა. 6 აპრილს გამართული მატჩი კავკასიის ავტოიმპორტმა მოიგო და 2025 წლის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.
შეგახსენებთ, რომ „betlive მასტერ ლიგა“ ქართული სამოყვარულო ფეხბურთის ყველაზე წარმატებული პროდუქტია, რომელიც სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ ადამიანებს დაძაბულ, სანახაობრივ და ორგანიზებულ ტურნირს სთავაზობს. მასში მონაწილეობას როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალები, მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებიც იღებენ.