Belive

"არ მაინტერესებს ისლამთან ჩხუბი რა წონაში შედგება" - ილია თოფურია

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჩხუბის სურვილი არ დამალა. ბუნებრივია, "მატადორისთვის" აღნიშნულ ღონისძიებაზე სასურველი ოპონენტი მახაჩევია. ილიას თქმით, დაღესტნელს 70 კილოგრამში დაბრუნება გაუჭირდება, თავად კი მასთან ბრძოლისთვის ნებისმიერ წონაში მზადაა.

რატომაც არა, ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე ბრძოლა ძალიან სასიამოვნო იქნება. იქამდე ერთი წელია. არ მაინტერესებს მასთან ჩხუბი რა წონაში შედგება. როცა ზევით ადიხარ, ქვედა წონაში ჩამოსვლა აღარ გინდა. ეს ჯოჯოხეთს გავს. როცა 66 კილოგრამში ვიკლებდი ნამდვილ ჯოჯოხეთს გავდიოდი. - ამბობს ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ ისლამმა მსუბუქი წონის ქამარი დათმო და ქვესაშუალო წონაში ასპარეზობს. რაც შეეხება ილიას, მსუბუქ წონაში ავიდა, ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა და მეორე ქამარიც გადაიკიდა.

სხვა სტატიები