Belive

არმან ცარუკიანი MMA GURU-ს კომენტარმა გააბრაზა

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

ცნობილი MMA ბლოგერი და მიმომხილველი MMA GURU არმან ცარუკიანთან ერთად, ადინ როსის სტრიმზე იმყოფებოდა. სომეხმა MMA GURU-ს ჰკითხა თუ ვინ მოიგებდა ილიასა და ისლამის ბრძოლაში. არმანმა სასურველი პასუხი ვერ მიიღო, რაზეც ოდნავ გაბრაზდა.

- ისლამს ილიასთან ბრძოლაში შანსი არ აქვს. შენ რას ფიქრობ, შეუძლია ილიას ისლამის დამარცხება?
- დიახ!
- ძმაო, შენ MMA-ს შესახებ არაფერი იცი. შენ ინტერვიუებზე მუშაობ საერთოდ რა იცი MMA-ს შესახებ? ისლამი 77 კილოგრამში იბრძვის, მსუბუქი წონის მებრძოლი აღარაა. მას მხოლოდ კრივი აქვს. გრეპლინგიც აქვს? სად გვაჩვენა? - განაცხადეს სტრიმზე MMA GURU-მ და ცარუკიანმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის დაპირისპირება გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ბრძოლაა. ამ ჩხუბის ჩანიშვნა ყველა ფანს სურს. არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ილია და ისლამი 2026 წელს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები