ვიზა არ მისცეს - პარიზის გრანდ სლემი რუსების გარეშე ჩატარდება
ძიუდოს 2026 წლის ტურს ძალიან პრესტიჟული და წონიანი შეჯიბრი - პარიზის გრანდ სლემი გახსნის, რომელიც 7-8 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარდება.
პარიზის გრანდ სლემზე 6 კონტინენტისა და 77 ქვეყნის 513 სპორტსმენია რეგისტრირებული - ჯერჯერობით უცნობია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც.
თუმცა ცნობილი ხდება, რომ რუსები პარიზში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ვინაიდან და რადგანაც მათ ვიზაზე პრობლემა შეექმნათ და სპორტსმენები, რომლებიც პარიზში ჭიდაობას აპირებდნენ, მათ პარიზის ვიზები არ მისცეს - კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტი დადასტურებულია და IJF-დან რუსებმა საკუთარი განაცხადიც აიღეს.
ასევე ცნობილი იყო, რომ ისინი პარიზში პირველ ნომრებს - ტიმურ არბუზოვს, მატვეი კანიკოვსკისა და ინალ ტასოევს ასვენებდნენ და შეჯიბრში მონაწილეობას მეორე და მესამე ნომრები იღებდნენ, თუმცა მონაწილეობას ვეღარც ისინი ვეღარ მიიღებენ.
2025 წლის პარიზის გრანდ სლემზე რუსეთის ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა - ოქროს მედალი მოიგო ინალ ტასოევმა, ბრინჯაოს მედალს კი არმან ადამიანი დასჯერდა.