Belive

"ამ ბრძოლას მეც დიდი სიამოვნებით ვნახავდი" - ხაბიბ ნურმაგომედოვი

7 თვის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე დღის წინ, პიოტრ იანმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია. დაღესტნელმა ეს გამოწვევა მიიღო და აბუ-დაბიში შეხვედრის შესაძლო თარიღიც შეთავაზა. საინტერესო ის არის, რომ ორივე მებრძოლი დვალიშვითან დამარცხდა და ამის გამო, შესაძლოა, ეს დაპირისპირება წინა საჩემპიონო ჩხუბადაც განვიხილოთ.

ამის შესახებ აზრი ხაბიბსაც ჰკითხეს და თვლის, რომ გამარჯვებული საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს.

მერაბთან ორივენი დამარცხდნენ. ახლა მერაბი ო'მალის უპირისპირედება. ვფიქრობ, ამ ბიჭების დვალიშვითან კიდევ ერთხელ ჩხუბი გულშემატკივრებს სურთ. ამ ბრძოლას მეც დიდი სიამოვნებით ვნახავდი. - ამბობს ხაბიბ ნურმაგომედოვი

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ქამარი პირველად უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა. რაც შეეხება იანს, "მანქანამ" 5-რაუნდიან ბრძოლაში უპრობლემოდ დაამარცხა.

სხვა სტატიები