Belive

"ილია მახაჩევს დაამარცხებს" - დინ ტომასი

4 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ახლა უკვე ექსპერტმა დინ ტომასმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. დენიელ კორმიეს არხზე სტუმრობისას ტომასმა აღნიშნა, რომ "მატადორის" დარტყმის ძალას ვერც ქვესაშუალო წონაში აღუდგებიან.

მისი ტექნიკა ძალიან სუფთაა და მოწინააღმდეგის გასათიშად მხოლოდ ძალა არ სჭირდება. როცა ურტყამს სწორ წერტილში უმიზნებს და ბიჭები უბრალოდ ვერ უძლებენ. მჯერა, 77 კილოგრამში ყველას გათიშავს. ვფიქრობ ისლამსაც დაამარცხებს. სიმართლე გითხრათ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ისლამთან გამარჯვება შეეძლო. - განაცხადა დინ ტომასმა

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ილიამ მეორე ქამრის მოგება შეძლო. "მატადორი" პირველი ქართველია, რომელიც UFC-ის ორი წონის ჩემპიონობა შეძლო. მსუბუქი დივიზიონის ტიტულისთვის ჩხუბში ილიამ ჩარლზ ოლივერია პირველივე რაუნდში გათიშა.

სხვა სტატიები