"99%-ით შემდეგი მეტოქე იანია" - ჯონ ვუდი
14 საათის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა ჯონ ვუდმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ "მანქანა" სატიტულო ჩხუბს ჩაატარებს. ამერიკელის თქმით, ძალიან მცირე შანსია იმის, რომ მეტოქე კვლავ იანი არ იყოს.
შემდეგ ბრძოლაში ტიტულისთვის ვიჩხუბებთ, უდავოდ. ამ სპორტში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. იმის მიხედვით რასაც მენეჯერები ამბობენ, რაც UFC-ს სურს, რაც თქვენ მითხარით და ჩემი რწმენით, 99%-ით შემდეგი მეტოქე პიოტრ იანია. - ამბობს ჯონ ვუდი
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი სწორედ იანის წინააღმდეგ დათმო. დვალიშვილს პიოტრმა 14 გამარჯვებიანი სერია დაუსრულა. აღსანიშნავია, რომ ამ ორს შორის ანგარიში 1:1 არის, რადგან მერაბს იანი იქამდე დამარცხებული ჰყავდა.