28 ძიუდოისტით თბილისში | ფრანგები თბილისის გრანდ სლემზე დარეგისტრირდნენ
20-22 მარტს, თბილისი ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს - თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც ამ წუთის მონაცემებით, 5 კონტინენტისა და 31 ქვეყნის, 220 სპორტსმენია რეგისტრირებული.
საფრანგეთის ნაკრებმა ტრადიციულად, ყველაზე ადრე დაასახელა შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემისთვის, სადაც ძიუდოს ვარსკვლავებსაც შევხვდებით.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფრანგები თბილისში 28 ძიუდოისტით მოდიან და მამაკაცთა და ქალთა კვოტები თანაბრად გაინაწილეს (14-14).
შემადგენლობა
მამაკაცები
60 კგ - რომენ ვალადიერ პიკარი, ლუკა მხეიძე
66 კგ - ვალიდ ხიარი, დაიკი ბოუბა
73 კგ - ჟოან-ბენჟამინ გაბა, დაიან ბულემტაფესი
81 კგ - არნო არეგბა, ალფა ომარ დიალო
90 კგ - ალექსის მატიუ, მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ჰამბუ
100 კგ - ფარეს მეხოუხი, ფრანსის დამიე
+100 კგ - ტიემან დიაბი, მატეო აკიანა მონგო.
ქალები
48 კგ - შირინ ბუკლი, ლორა ესპადინია
52 კგ - ამანდინ ბუშარი, ასტრიდ გნეტო
57 კგ - სარა ლეონი სისიკე, ფაიზა მოკდარი
63 კგ - მანონ დეკეტერი, კლარის აგბენენუ
70 კგ - მარგო პინო, მარი ევა გაიე
78 კგ - ოდრი ჩეუმეო, ლიზ ნგელებეა
+78 კგ - რომანე დიკუ, ლეა ფონტენი.