ლოზანას გრანდ სლემი | რუსები სრული და უძლიერესი გუნდით იასპარეზებენ
ძიუდოს სამყარო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მოლოდინშია - ლოზანას გრანდ სლემი ისტორიაში პირველად ტარდება, რაც ამ ტურნირს განსაკუთრებულ სტატუსსა და ინტრიგას სძენს.
გარდა ისტორიული დებიუტისა, შეჯიბრებას უდიდესი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების უმნიშვნელოვანესი სალიცენზიო ქულებისთვის იბრძოლებენ. ლოზანაში წარმატებული ასპარეზობა თითოეული ძიუდოისტისთვის ოლიმპიურ საგზურთან დაახლოების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.
ლოზანის ტურნირისთვის რუსეთის ნაკრებმა ოპტიმალური და ძლიერი შემადგენლობა დაასახელა, როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის.
კაცები:
60 კგ: აიუბ ბლიევი
66 კგ: მურად ჩოპანოვი, რამაზან აბდულაევი
73 კგ: დანილ ლავრენტიევი
81 კგ: ტიმურ არბუზოვი, ეგორ სუხოპაროვი
90 კგ: ეგორ ანდონი, მანსურ ლორსანოვი
100 კგ: იდარ ბიფოვი, არმან ადამიანი
100 კგ: ინალ ტასოევი, ტამერლან ბაშაევი
ქალები:
48 კგ: საბინა გილიაზოვა, მარინა ვორობიოვა
52 კგ: ლილია ნუგაევა, კარინა ეფიმოვა
57 კგ: ირინა ზუევა, ნატალია ელკინა
63 კგ: დალი ლილუაშვილი, ქსენია გალიცკაია
70 კგ: მადინა ტაიმაზოვა, ტამარა ლიშჩენკო
78 კგ: ალექსანდრა რიაბჩენკო, ალექსანდრა ბაბინცევა
78 კგ: ელის სტარცევა, მარია ივანოვა
ნაკრების შემადგენლობაში გვხვდებიან როგორც გამოცდილი და ტიტულოვანი სპორტსმენები (მათ შორის მძიმე წონაში ინალ ტასოევი და ტამერლან ბაშაევი, -100 კგ-ში მსოფლიო ჩემპიონი არმან ადამიანი, -70 კგ-ში ოლიმპიური პრიზიორი მადინა ტაიმაზოვა), ასევე ახალგაზრდა პერსპექტიული ძიუდოისტები, რომლებიც შვეიცარიულ ტატამიზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ.