აზერბაიჯანისთვის წესები შეიცვალა | მასპინძლები მსოფლიო ჩემპიონატზე 24 სპორტსმენით წარდგებიან
2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ვაჟთა შორის 39-ე, ხოლო ქალთა შორის 30-ე გათამაშება იქნება. ტურნირი გაიმართება აზერბაიჯანში, ბაქოს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე, 2026 წლის 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით.
აზერბაიჯანის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 9-ის ნაცვლად 17 ვაჟი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი - ამის მიზეზი მასპინძელი ქვეყნის დამატებითი პრივილეგიის ახალი წესია. სპორტისა და ორგანიზაციის წესების (SOR) 4.4 მუხლის მიხედვით, მასპინძელ ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს ე.წ “ვაილდ ქარდის” წესი და კუთვნილი 18 მონაწილიანი კვოტის გარდა IJF-ის მთავარ სპორტულ დირექტორთან შეთანხმებით, დამატებითი ადგილები მოითხოვოს განაცხადში.
“ვაილდ ქარდების” რაოდენობა ლიმიტირებულია, სულ არის 20 და მისით სარგებლობა სხვებსაც შეუძლიათ, ოღონდ მასპინძელი ქვეყნისგან განსხვავებით, იმ შემთხვევაში თუკი ვერ ავსებენ კუთვნილ კვოტას, უფლება აქვთ რეიტინგის 100-ეულს მიღმა სპორტსმენის მონაწილება მოითხოვონ.
მასპინძლის პრივილეგიის ახალი წესით სარგებლობა მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძელ ქვეყნებსაც შეეძლებათ.
შემადგენლობა
კაცები
60 კგ: ბალაბაი აღაიევი, აჰმედ იუსიფოვი
66 კგ: ტურან ბაირამოვი, რუსლან პაშაევი, ნიზამი იმრანოვი
73 კგ: ჰიდაიატ ჰეიდაროვი, რაშიდ მამადალიევი
81 კგ: ზელიმ ტკაევი, ომარ რაჯაბლი, ვუსალ გალანდარზადე
90 კგ: მურად ფატიევი, ელჯან ჰაჯიევი, სულეიმან შუკუროვი
100 კგ: ზელიმ კოცოევი
+100 კგ: უშანგი კოკაური, კანან ნასიბოვი, ჯამალ გამზატხანოვი.
ქალები
48 კგ: კონულ ალიევა, შაჰაგ ჰამიდოვა
52 კგ: გულთაჯ მამადალიევა
57 კგ: ხადიჟა გადაშოვა
63 კგ: ნარგიზ ჰაჯიევა
70 კგ: სუდაბა აღაიევა
+78 კგ: მადინა კაისინოვა
აზერბაიჯანის ნაკრებმა 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა - სამივე მედალი ბრინჯაოს სინჯის იყო.