Belive

2027 წლის თებერვალში ილია ჩხუბისთვის მზად იქნება

4 საათის წინ სხვა
1 წთ

ესპანელმა ჟურნალისტმა ალვარო კოლმენერომ განაცხადა, რომ ილია თოფურია მომავალი წლის თებერვალში ოქტაგონზე გამოსასვლელად მზად იქნება. ეს ინფორმაცია კოლმენერომ "მატადორის" ფიზმომზადების მწვრთნელისგან ხესუს გალოსგან მიიღო.

მე ვესაუბრე ხესუს გალოს, ილია თოფურიას ფიზიკურ მომზადების მწვრთნელს. მან მითხრა, რომ ილია მაიამიში ეტაპობრივად უბრუნდება ვარჯიშს და 2027 წლის თებერვლიდან ბრძოლისათვის მზად იქნება. - წერს კოლმენერო

თოფურიას ბოლო ბრძოლა 2026 წლის ივნისში ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ შედგა. ილიამ ბრძოლა მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ, კუთხის მიერ ბრძოლის შეწყვეტის შედეგად დათმო და კარიერაში პირველი მარცხი განიცადა.

სხვა სტატიები