Belive

"2026 წელს ოქროსფერი არშიით ჩავატარებ" | იელდოს სმეტოვი ტატამიზე ბრუნდება

4 კვირის წინ სხვა
1 წთ

33 წლის ლეგენდარულმა ყაზახმა ძიუდოისტმა - იელდოს სმეტოვმა, განაცხადა, რომ ტატამიზე დაბრუნებას აპირებს და კარიერის დასრულება მისი აზრისგან ჯერ შორსაა.

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე სმეტოვმა დიდი სამეული შეკრა. 2016 წელს რიოში მოპოვებულ ვერცხლის მედალსა და ტოკიოს 2020 წლის ბრინჯაოს მედალს, 2024 წელს ოლიმპიური ოქრო დაამატა და პირველი ყაზახი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა შეძლო.

ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ მან გარკვეული დრო გაატარა დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის შესასწავლად.

„მას შემდეგ, რაც გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი, უცებ ყველა მედია, ყველა ჟურნალისტი, ყველა ინგლისურად მელაპარაკებოდა, მე კი არ ვიცოდი ინგლისური და ამისი ძალიან მომერიდა. ადრე ჩემი ინგლისური იყო მხოლოდ - გამარჯობა, როგორ ხარ?" ახლა შემიძლია ვთქვა: "მე ვარ ოლიმპიური ჩემპიონი"." - იელდოს სმეტოვი

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი მას მხრის ოპერაციაც აქვს გაკეთებული, რაზეც თავადაც ისაუბრა.

„დიახ, მძიმე ოპერაცია გავიკეთე - ამჟამად გავდივარ გამოჯანმრთელების პროგრამას და ველოდები ვარჯიშის განახლებას. დაახლოებით დეკემბერში ვარჯიშს სრულად განვაახლებ და 2026 წელს ტატამიზეც დავბრუნდები." - იელდოს სმეტოვი

ლეგენდარული ყაზახი ძიუდოისტი და ხუთი შვილის მამა ამბობს, რომ ძიუდოს გაგრძელების ერთ-ერთი მიზეზი მისი ოჯახია, თუმცა მან ასევე დაამატა, რომ კარიერის დასრულება იმიტომ არ უნდოდა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს 3 წელი იმისათვის, რომ ტატამიზე ოქროს არშიით იასპარეზოს (რაც ოლიმპიურ ჩემპიონობას ნიშნავს).

"დიახ, ვფიქრობდი, რომ კარიერა დამესრულებინა, თუმცა ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ ეს ასე აღარ იქნება, რადგან ოქროსფერი არშია მაქვს მოსარგები და ეს ჩემი დიდი ოცნება იყო მთელი კარიერის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩემი მოტივაციის მთავარი ნაწილი ჩემი ოჯახია და მათაც სურთ, რომ ჩემი ასაკის მიუხედავად, ძიუდოში დავრჩე და ძალები კიდევ არაერთხელ მოვსინჯო" - იელდოს სმეტოვი

გარდა ოლიმპიურ თამაშებზე უდიდესი მიღწევებისა და ოლიმპიური ჩემპიონობისა, სმეტოვი მსოფლიო ჩემპიონია და 2-გზის ბრინჯაოსპრიზიორი. მას ასევე აზიის კონტინენტის პირველობაც აქვს მოგებული (2014 წელს).

სხვა სტატიები