ცვლილება იტალიის ნაკრებში | მანუელ ლობარდოს ოლიმპიური ჩემპიონი ჩაანაცვლებს
თბილისში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღე დარჩა. საქართველოს დედაქალაქი კონტინენტის პირველობას 16-19 აპრილს გაიმართება, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე, დიდი ცვლილებაა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში - ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, მანუელ ლომბარდო ტრავმირებულია და თბილისში ვეღარ იასპარეზებს, მას კი ოლიმპიური ჩემპიონი (2016 წელს, რიოს ოლიმპიადა) - ფაბიო ბაზილე ჩაანაცვლებს, რომელიც 73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
ტრავმის შესახებ მანუელ ლომბარდომ სოციალურ ქსელში განაცხადა.
„ბოლო მომენტამდე ვცდილობდი, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ პრიორიტეტად ოლიმპიური საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყება და ოქტომბერში ბაქოში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი მიგვეჩნია. არ ყოფნა ადვილი არ არის, მაგრამ ვაგრძელებ მუშაობას, რათა ტატამზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე“ - მანუელ ლომბარდო
ფაბიო ბაზილეს წონა აქვს დასაკლები, რადგან მისი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ძალიან სწრაფად გადაწყდა. ამის შესახებ თავად ოლიმპიურმა ჩემპიონმა ისაუბრა.
"ამ სპორტში ერთი მნიშვნელოვანი რამ არის ის, რომ ყოველთვის ფორმაში უნდა იყო. ვარჯიშის გარეშე პერიოდი არ შეიძლება. ექვსი წლის ასაკიდან ვვარჯიშობ. არასდროს გავჩერებულვარ. ყოველდღე ვვარჯიშობ, დღეში ორჯერ, მთელი წლის განმავლობაში და ღმერთმა მომცა ეს შესაძლებლობა. ახლა უფრო ძლიერი, უკეთესი უნდა ვიყო და გავიმარჯვო.
მხოლოდ ხუთი კილოგრამი უნდა დავიკლო, ვფიქრობ, ადვილი იქნება. პარასკევი რთული დღე იქნება, მაგრამ ასევე ლამაზი..." - ფაბიო ბაზილე
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 18 სპორტსმენით წარდგება, საიდანაც 9 მამაკაცი, ხოლო 9 ქალი იქნება.