Belive

"ვიცით რა არის ჩვენი მიზანი და სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ" - ბექა ბურჯანაძე

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მე-2 შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიასთან 78:62 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა და კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ:

დღეს ორი განსხვავებული ტაიმი გვქონდა, პირველი ტაიმი ფრედ 32:32 დასრულდა, მეორე ტაიმში ძალიან ბევრს ვეცადეთ მიზნის მისაღწევად. სიმართლე გითხრათ, დაბნეული ვარ ჩვენი ლიდერის მიმართ ასეთი დამოკიდებულებით, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ჩემი საქმე არ არის. ორი ტურის შემდეგ 1 მოგება და 1 მარცხი გვაქვს, ჩვენ ვიცით რა მიზანიც გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

გოგა ბითაძესთან მუშაობის პატივი მქონდა, სანამ NBA-ში წავიდოდა. ძალიან კარგად ვიცი ის პროგრამა, რომლითაც ის გაიზარდა. მან ძალიან კარგად იცის თუ რა როლი აქვს გუნდში, ის ეხმარება უფროსებს და ასწავლის ახალგაზრდებს. მე მისი კარგი თამაში არ მიკვირს.

საბერძნეთის წინააღმდეგ მატჩზე? ჩვენ ვიცით რატომ ვართ კვიპროსში და რა უნდა გავაკეთოთ. გვიწევს, რომ ზედიზედ ჩავატაროთ მატჩები, ცხადია ვიღაცები მეტს ითამაშებენ, მაგრამ სხვა მოთამაშეებსაც მიეცამათ დრო. ერთადერთი კარგი რამ რაც ამ მატჩის შემდეგ მოხდა არის ის, რომ არავის არ აქვს ტრავმა. - ალექსანდრ ჯიკიჩი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
რა თქმა უნდა ცუდი ემოციები გვაქვს, რადგან დიდი ანგარიშით წავაგეთ, არადა ვიბრძოლეთ და დასანანია, რადგან იყო მომენტები სადაც ძალიან კარგი კალათბურთი ვითამაშეთ. ვიგებდით თამაშს, მაგრამ მოხდა რაღაცები რისი გახსენებაც არ მინდა. იტალიამ კარგი უპირატესობა მოიპოვა და სხვაობის აღმოფხვრა ვეღარ მოვახერხეთ. მადლობა თითოეულ ჩემს გუნდელს ბრძოლისთვის. კორექტული ვიქნები, ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ ვისურვებდი, რომ მატჩის ოფიციალური მხარე უკეთესი იყოს, ამის თქმა მსურდა. ვიცით რისთვის ვართ აქ, ვიცით რა არის ჩვენი მიზანი და სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა ზედიზედ ორი თამაში ძალიან რთულია და ამაზე კითხვაც არ უნდა დაისვას. იტალიასთან 16 ქულით წავაგეთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ, თქვენ იცით თუ როგორი მძიმე ბრძოლა გველის ხვალ, საბერძნეთთანაც. - ბექა ბურჯანაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას, ხვალ საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები