Belive

ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

3 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მე-2 შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიასთან 78:62 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელებისთვის გარდამტეხი მე-2 ტაიმი აღმოჩნდა, რადგან იტალიამ სწორედ ამ დროს მოახერხა დიდი უპირატესობით წინ გასვლა. საქართველომ ერთადერთი, მეორე მეოთხედი მოიგო, რითაც პირველი ნახევარი ფრედ დაასრულა. ანგარიში სრულად ასე გამოიყურება: 18:10, 14:22, 21:15, 25:15. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა გოგა ბითაძემ ჩააგდო.

ქართველი კალათბურთელების სტატისტიკა:

  • გოგა ბითაძე - 22 ქულა, 4 მოხსნა და 3 დაფარება

  • სანდრო მამუკელაშვილი - 13 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა

  • კამარ ბოლდუინი - 9 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა

  • დუდა სანაძე - 8 ქულა, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა

  • ბექა ბურჯანაძე - 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა

  • რატი ანდრონიკაშვილი - 3 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა

  • თორნიკე შენგელია - 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება

  • გიორგი შერმადინი - 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა

  • კახა ჯინჭარაძე - 1 მოხსნა

  • გიორგი ოჩხიკიძე - 1 მოხსნა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას, ხვალ საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები