Belive

"სირცხვილი და კატასტროფა" - ესპანელი გულშემატკივრების გამოხმაურება

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევრობასკეტზე ასპარეზობა დომინანტური გამარჯვებით დაიწყო. ლიმასოლში, ჯვაროსნებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი 83:69 დაამარცხეს.

საქართველომ იდეალურად ითამაშა, როგორც დაცვაში - ასევე შეტევაში, რასაც ვერ ვიტყვით მეტოქეზე, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო.

ესპანეთის ფიასკომ გულშემატკივრების იმედგაცრუება გამოიწვია - სოციალურ ქსელებში, ესოანელი ფანები უკმაყოფილებას ვერ მალავენ:

  • სირცხვილი და კატასტროფა.

  • საშუალო დონის ნაკრები გვყავს. ჯგუფიდან გასვლის იმედიც არ მაქვს.

  • კატასტროფული სროლა, საშინელი შეტევა და საცოდავი დაცვა. თუ ეს ყველაფერი საქართველოსთან დაგვემართა, წარმომიდგენია რა გველის საბერძნეთთან.

  • B ნაკრები უკეთეს კალათბურთს თამაშობს.

  • მწვრთნელისა და მოთამაშეების შეცვლის გარეშე, შემდეგ ევრობასკეტზე ვერ გავალთ.

  • ეს ხუმრობაა, თუ მართლა ასეთი ცუდი გუნდი გვყავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულო ნაკრები ევრობასკეტზე მომდევნო მატჩს იტალიის წინააღმდეგ, 30 აგვისტოს, 16:00 საათზე გამართავს.

სხვა სტატიები