Belive

"მომდევნო 2 მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია" - დუდა სანაძე

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან 53:94 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრეს გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ:

სამწუხაროდ დიდი სხვაობით დავმარცხდით დღევანდელ მატჩში, დღეს ფაქტობრივად ვერაფერი გავაკეთეთ ვერც თავდასხმაში და ვერც დაცვაში. ამის შემდეგ 2 თამაში გვაქ დარჩენილი და 100%-ით მოსაგებია. ხვალ უკვე მოვემზადებით მომდევნო მატჩისთვის.

რა თქმა უნდა მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ჩემი აზრით მნიშვნელობა არ აქვს რომელი ადგილით გავალთ პლეი-ოფში, იმედია ამას შევძლებთ, რადგან დიდი ხანია ამაზე ვოცნებობთ და ჩვენთვის დასახული მიზანი სწორედ ეს გახლავთ. - გიორგი შერმადინი - საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი
ევრობასკეტი დიდი ტურნირია და ყველა თამაშში სულ ერთი ენერგიით და ძალით ვერ ითამაშებ, ამიტომ ტაქტიკურად უნდა აირჩიო რომელ თამაშზე უნდა დაასვენო მოთამაშეები, მითუმეტეს თუ მიკრო ტრავმები გაქვს გუნდში. ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა ამიტომ ბიჭებს უფრო მეტი დრო ექნებათ ტრავმის მოსაშუშებლად. რა თქმა უნდა მომდევნო 2 მატჩში, რომელიც ჩვენთვის ფინალის ტოლფასია ყველა მოთამაშე მზად უნდა იყოს, ეს თამაში სწორედ მაგისთვის გამოვიყენეთ, რომ ყველას შეძლებოდა დასვენება.

მოედანზე გავედით, გვინდოდა, რომ საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა, მაგრამ ასეთი დიდი დანაკლისის გამო ვერ გამოდგა კარგი მატჩი. ყველაფერი ტაქტიკის ნაწილია და გეგმის მიხედვით მივდივართ. 1 მოგება გვაქვს და სატურნირო ცხრილს თუ შევხედავთ კარგი მდგომარეობაა, ამიტომ შეგვიძლია პოზიციურად კარგი ადგილი დავიკავოთ ცხრილში. - დუდა სანაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, 19:15 საათზე კვიპროსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები