გიორგი შერმადინი რეალთან მატჩში MVP გახდა
ესპანეთის საკალათბურთო სუპერთასის ნახევარფინალში ერთმანეთს ტენერიფე და რეალ მადრიდი დაუპირისპირდნენ. კანარის კუნძულის წარმომადგენლება, დედაქალაქელებთან შეხვედრა 1 ქულით დათმეს (71:72).
36 წლის ქართველმა ცენტრმა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითად ხუთეულში არ იყო, შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. შერმადინმა ყველაზე მეტი, 23 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 პასი გააკეთა. ჩვენი ნაკრების ცენტრი, წაგების მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ დიდ შესვენებაზე გასვლისას, ტენერიფე რეალს 10 ქულის სხვაობით ამარცხებდა. მადრიდელები ფინალში ვალენსიას დაუპირისპირდებიან, რომელმაც ნახევარფინალში უნიკახა დაამარცხა (93:87).
ტენერიფე ლიგა ენდესას 4 ოქტომბერს, მანრესასთან საშინაო მატჩით დაიწყებს.
🏆 @gioshermadini es el #MVP aurinegro en la semifinal de #SupercopaEndesa
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) September 27, 2025
💛🖤 #VamosCanarias pic.twitter.com/OCEPR2SnEB