Belive

ბარსელონა რეალთან დამარცხდა | თორნიკე თავისი გუნდიდან საუკეთესო იყო

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში ბარსელონა რეალ მადრიდთან 61:80 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 21:16 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ქართველი კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი 12 იყო, რაც თავის გუნდში საუკეთესო მაჩვენებლად შეფასდა.

მატჩში ყველაზე მეტი 16 ქულა უსმან გარუბამ ჩააგდო, 13 ქულა ჰქონდა დარიო ბრისუელას.

ბარსელონა ევროლიგის ცხრილში 14 მოგებით და 8 მარცხით მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 18 იანვარს ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, ბურგოსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები