ბარსამ რეგულარული წაგებით დაასრულა | პლეი-ოფში მეტოქე ცნობილია
34 მატჩის შემდეგ დასრულდა ლიგა ენდესას რეგულარული სეზონი. ბარსელონამ ბოლო ტურში ვალენსიას უმასპინძლა და 77:102 დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ ბარსას 24 მოგება და 10 წაგება დაუგროვდა, რამმაც გუნდი მეხუთე ადგილზე გაიყვანა (8-ის ჩათვლით პლეი-ოფის ზონაა).
ბარსას მხრიდან საუკთესო თორნიკე შენგელია იყო - ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ვალენსიასთან 17 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა (26 წუთში). თორნიკეს კარგი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა და ვალენსიამ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა (თავად მეორე ადგილზე გავიდნენ, რეალის შემდეგ).
პლეი-ოფში ბარსელონა მეოთხეზე გასულ მურსიას დაუპირისპირდება - პირველი მატჩი მურსიაში, 2 ივნისს გაიმართება, მეორე კი ბარსელონაში - 4 ივნისს (შესაძლოა გადამწყვეტი მატჩიც გახდეს საჭირო).
იმ შემთხვევაში თუ ბარსა მურსიას დაამარცხებს, ნახევარფინალში რეალსა და ტენერიფეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
𝐏𝐥𝐚𝐲𝐨𝐟𝐟 𝐀𝐂𝐁 - Quarts de final.
— Barça Basket (@FCBbasket) May 31, 2026
𝟏𝐫 𝐩𝐚𝐫𝐭𝐢𝐭 ✈️
UCAM Murcia - Barça
Dimarts 02/06/26, 19:00 h (DAZN)
𝟐𝐧 𝐩𝐚𝐫𝐭𝐢𝐭 🏠
Barça – UCAM Murcia
Dijous 04/06/26, 19:00 h (DAZN)
𝟑𝐫 𝐩𝐚𝐫𝐭𝐢𝐭 (Només en cas de ser necessari) ✈️
UCAM Murcia - Barça
Dissabte… pic.twitter.com/OvyZUL3DCk