Belive

ბარსა დამარცხდა - ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონი ვალენსიაა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონის ბედი სერიის მე-4 თამაშში გადაწყდა. ბარსელონას, რომელიც სერიაში (1:2) მარცხდებოდა, საკუთარ მოედანზე გამარჯვება სჭირდებოდა, რათა ყველაფერი გადამწყვეტ, მე-5 თამაშამდე მისულიყო.

ბარსამ ზედიზედ მესამე შეხვედრაც დათმო (84:108) და ვალენსია ჩემპიონი გახდა. წარმოიდგინეთ, ლიგა ენდესა ბარსელონას 20-ჯერ აქვს მოგებული (პირველზე რეალია/38 ჩემპიონობა), ხოლო ვალენსია ჩემპიონი ისტორიაში სულ რაღაც მეორედ გახდა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 30 წუთი გაატარა - ქართველმა გუნდს 15 ქულა, 4 მოოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მან 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო.

ამ სეზონში, ვალენსიამ, ევროლიგის ოთხთაფინალში გასვლაც მოახერხა, სადაც რეალ მადრიდთან დამარცხდა.