დენის შროდერმა ევრობასკეტის რეკორდი მოხსნა
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
დღეს, ევრობასკეტის პირველი ფინალისტი გერმანიის ნაკრები გახდა, მათ 1/2-ფინალში ფინეთი 98:86 დაამარცხეს. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრების ლიდერმა დენის შროდერმა, მან ორმაგი დუბლი გაიფორმა - 26 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა.
შროდერის 12 ასისტი ევრობასკეტების ნახევარფინალების ისტორიაში ყველაზე მეტია, აქამდე ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი ესპანელ სერხიო როდრიგესსა და მანტას კალნიეტისს უფიქსირდებოდათ, მათ 9 შედეგიანი გადაცემა ჰქონდათ გაკეთებული, რაც რეკორდი იყო.
დღეს მე-2 ფინალისტი გაირკვევა, თბილისის დროით 22:00 საათზე საბერძნეთი თურქეთს დაუპირისპირდება.