Belive

მიკა მურინენი ამერიკიდან ევროპაში მობრუნდა - ფინელი პარტიზანში ითამაშებს

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ბელგრადის პარტიზანმა ევროპული საკალათბურთო სამყარო შოკში ჩააგდო - სერბულმა კლუბმა უნიჭიერეს ფინელ კალათბურთელთან, მიკა მურინენთან, სამწლიანი კონტრაქტი გაფორმა. 18 წლის სპორტსმენმა, მეტსახელად „გამხდარი იესო“, განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა აშშ-დან პარტიზანში გადასვლა. მურინენის თქმით, მისი გადაწყვეტილება განპირობებული იყო შეჯიბრის მაღალი დონით, მწვრთნელობით და ევროპაში მგზნებარე გულშემატკივრებით.

ევრობასკეტის შემდეგ, მე უნდა გადამეწყვიტა, დავრჩენილიყავი ჩემს ყოფილ საშუალო სკოლის გუნდში, არიზონა კომპასში, თუ რაიმე ახალი მეცადა. ჩვენ განვიხილეთ ყველა ვარიანტი და პარტიზანში გადასვლა, ამ ეტაპზე, საუკეთესოდ მომეჩვენა.

ბავშვობიდან ვოცნებობდი სერბეთის, საბერძნეთისა და თურქეთის გულშემატკივრების წინაშე თამაშზე.

ჩემი სტრატეგია იგივე რჩება. 2027 წლის დრაფტზე მონაწილეობის მიღება მსურს. თუ ყველაფერი კარგად წავა და აქ მომეწონება, შეიძლება დრაფტამდე კოლეჯი გამოვტოვო - მაგრამ არამგონია, რომ ეს მოხდეს, რადგან კოლეჯის გამოცდილება მაინც მინდა. - განაცხადა მიკა მურინენმა

მურინენის გამორჩეულმა სპორტულობამ აშშ-ის თითქმის ყველა წამყვანი კოლეჯის ყურადღება მიიპყრო. ის გავლილი ევრობასკეტის ნამდვილი აღმოჩენა იყო და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის ჯილდოც მიიღო. მურინენი პარტიზანში 65 წლის ჟელიკო ობრადოვიჩის თავკაცობით ითამაშებს, რომელიც სერბული კალათბურთის ნამდვილი ლეგენდაა და თავის კლუბებს 66 ტურნირი მოაგებინა, მათ შორის 9 ევროლიგა.