ტორონტომ ორლანდო 52-ქულიანი სხვაობით დაამარცხა | სანდრო მატჩში საუკეთესო იყო
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელების დაპირისპირება შედგა, სადაც ტორონტო რეპტორსმა ორლანდო მეჯიქი ძალიან დიდი სხვაობით 139:87 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტორონტომ მატჩში 31:0 გაქცევა შეასრულა, რაც 21-ე საუკუნეში საუკეთესო მაჩვენებელია, NBA-ში 1997/98 წლების სეზონის შემდეგ 31-ქულიანი გაქცევა, ქულის მიღების გარეშე არცერთ გუნდს შეუსრულებია.
სანდრო მამუკელაშვილმა საოცარი კოეფიციენტი დააფიქსირა, რომელიც +47-ს უტოლდებოდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც (MVP) გახდა, მამუმ 21:19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 19 ქულა (4-დან 2 სამქულიანი, 9-დან 6 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.
გოგა ბითაძემ კი 10:11 წუთი ითამაშა და 6 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო) და 4 მოხსნა დააგროვა.
შეხვედრაში ყველა მეტი 24 ქულა ერ ჯეი ბარეტმა ჩააგდო, ორმაგი დუბლი გაიფორმა სკოტი ბარნსმა - 23 ქულა, 15 შედეგიანი გადაცემა, შემდეგ 19 ქულით კი სანდრო მამუკელაშვილი მოდის.
ტორონტო რეპტორსი 42 მოგებით და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზეა, ორლანდო მეჯიქს კი 39 მოგება და 35 მარცხი უფიქსირდება და მე-8 ადგილზეა. როგორც სანდრო მამუკელაშვილის, ასევე გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას პირველ აპრილს გამართავს, ტორონტოს მეტოქე დეტროიტ პისტონსი იქნება, ორლანდო კი ფინიქს სანსს დაუპირისპირდება.