Belive

ტორონტომ მაიამი დაამარცხა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა

14 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ტორონტო რაპტორსი მაიამი ჰიტს ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდა და ამჯერადაც იმარჯვა - დარკო რაიაკოვიჩის გუნდმა მეტოქე 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 128:114 დაამარცხა.

მატჩში 18 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანდრომ 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.

ტორონტოს რიგებში 38 ქულით, 7 პასით, 7 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ბრენდონ ინგრემი გამოირჩა, მაიამის კი 24 ქულით, 11 მოხსნით, 8 ასისტით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ბემ ადებაიომ ულიდერა.

რაპტორსი, რომელიც 45 მოგებითა და 35 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას ხვალ, ნიუ იორკ ნიქსის წინააღმდეგ გამართავს.

მამუკელაშვილის გუნდს რეგულარულ სეზონში სულ 2 მატჩი აქვს დარჩენილი და კარგი შანსია, რაპტორსმა სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულოს.

სხვა სტატიები