Belive

სანდრო მამუკელაშვილმა ნიუ იორკს 17 ქულა ჩაუგდო

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ერთი შეხვედრა დარჩა. ბოლოსწინა ტურში ნიუ იორკ ნიქსმა ტორონტო რეპტორსს უმასპინძლა და მეტოქე 112:95 დაამარცხა - მიუხედავად ამისა, კანადური კლუბი მეექვსე ადგილს ინარჩუნებს, რაც პლეი ოფში პირდაპირ მოხვედრის საშუალებას იძლევა.

სანდრო მამუკელაშვილმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა - ქართველმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა და მან ამ დროში 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. მამუკელაშვილმა 4 ქულა საჯარიმო სროლებით აიღო (4/6). აღსანისნავია, რომ ქართველი, მოპოვებული ქულების რაოდენობით, საკუთარ გუნდში, საუკეთესო იყო.

81 ჩატარებული მატჩის შემდეგ, ტორონტოს 45 გამარჯვება აქვს და ბოლო შეხვედრაში უმოტივაციო ბრუკლინს დაუპირისპირდება, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ რეპტორსი პლეი ოფის ზონაში ადგილს შეინარჩუნებს.

სხვა სტატიები