Belive

თორნიკე შენგელიას კარგი მატჩი ჰქონდა | ვირტუსი ბაიერნთან დამარცხდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში "ბაიერნი" თორნიკე შენგელიას "ვირტუს" ბოლონიას დაუპირისპირდა. გერმანულმა კლუბმა ბოლონიელები დიდი ანგარიშით 90:76 დაამარცხა .

კარგი მატჩი ჰქონდა ქართველ კალათბურთელს, მან 34 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ყველაზე მეტი ქულა მთლიანად მატჩში "ბაიერნის" შემადგენლობიდან სერჟ იბაკას ჰქონდა 24 ქულა, ამასთან ერთად მან ორმაგი დუბლი გაიფორმა 13 მოხსნასთან ერთად. "ვირტუსის" მხრიდან კი ყველაზე შედეგიანი მარკო ბელინელი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა.

სხვა სტატიები