Belive

ბაიერნი ჟალგირისთან დამარცხდა | ბოლდუინმა 9 წუთი ითამაშა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში ბაიერნი ჟალგირისთან 70:98 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა, კამარ ბოლდუინმა 8:37 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 19 ქულა სილვენ ფრანცისკომ ჩააგდო, 15 ქულა ჰქონდა ანდრეას ობსტს.

ბაიერნი ევროლიგის ცხრილში 1 მოგებით და 2 მარცხით მე-18 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას მიუნხენური გუნდი გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით 12 ოქტომბერს ჩაატარებს, მათი მეტოქე ბამბერგი იქნება.

სხვა სტატიები